LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გაუმართლებლად ჰუმანური გახდა – შს მინისტრი

62

უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა რაღაც მომენტში რადიკალურად შეიცვალა და ზოგ შემთხვევებში, გაუმართლებლად ჰუმანური გახდა, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ის ძალზე უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, რაღაც მომენტში რადიკალურად შეიცვალა და ზოგ შემთხვევებში, გაუმართლებლად ჰუმანური გახდა. დღეს ბალანსის პოვნა არის ძირითადი გამოწვევა, რაზეც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად, სამართალდამცავი სტრუქტურები პასუხს ვერ გასცემენ.

კარგად უნდა მივხვდეთ ერთ რაღაცას – მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ რომც არ გვინდოდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად მაინც გახდება საზოგადოებრივი განხილვის თემა და სჯობს, რომ ეს განხილვა დაიწყოს ადეკვატურ პირობებში და იმ პლატფორმაზე, რომელიც უფრო შედეგიანი იქნება. ერთადერთი რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, რომ არასოდეს არც ერთ, არანაირ მწვავე კითხვას არ დავემალებით, ეს ჩვენ, უბრალოდ, არ გვჭირდება. ყველანაირად ღია და მზად ვართ ყველანაირი დისკუსიისთვის, არ გვაქვს ჩვენ იმის პრობლემა, რომ კრიტიკა მოვისმინოთ. იქ სადაც საჭიროა, ჩვენ რომ გავაკრიტიკოთ, არც ამის კომპლექსი გვექნება არასოდეს. ასე რომ, ღია ვართ და მზად ვართ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს აქტუალურია როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოქალაქისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები