LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხვი ნალექის გამო ქობულეთის შესასვლელი დაიტბორა

81

ძლიერი წვიმის გამო ქობულეთის შესასვლელი დაიტბორა. უხვი ნალექის გაგრძელების შემთხვევაში  მდინარე აჭყვასკალაპოტიდან გადმოსვლის საშიშროება არსებობს, რამაც შესაძლებელია ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხოს. ასეთ შემთხვევაში დატბორვის საფრთხე ქალაქის განაპირას მდებარე რამდენიმე დასახლებასაც შეექმნება.

ადგილობრივი მცხოვრებლები ზარალს ითვლიან და არხების დროულად გაწმენდას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ აგვისტოს შემდეგ დატბორვის მეოთხე შემთხვევაა, მათივე თქმით, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

დღეს ძლიერი წვიმის გამო ისევ გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ქობულეთში მეწყერის 7 კერა დაფიქსირდა. სანიაღვრე არხებიდან გადმოსულმა წყალმა წერეთლის, დუმბაძისა და მესხის ქუჩები დატბორა.

 

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები