LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთისთვის დახმარების თხოვნაში ცუდი არაფერია – დავით უსუფაშვილი

107

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის, განცხადებით, “უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთისთვის დახმარების თხოვნაში ცუდი არაფერი იქნებოდა”.

ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთა ისაუბრა.

„ღმერთმა დაგვიფარა და მსხვერპლი არ არის. აბა, წარმოვიდგინოთ, თუ ამ ხანძარს ექნებოდა მეტი გართულების პოტენცილი, მაშინ, ალბათ, კითხვა იქნებოდა იმის თაობაზე, თუ რატომ არ გამოვიყენეთ ყველა შესაძლო საშუალება, რათა მსხვერპლი თავიდან აგვეცილებინა. მსოფლიოში არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონები. გაქანებული ომის მდგომარეობის დროსაც კი არსებობს ვითარებები, როდესაც ზოგადი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან, ორივე მხარე ან ცეცხლს წყვეტს, ან მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის ერთობლივად ზრუნავს. ზოგადად, თუ საქმეს დასჭირდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონოდა რეზერვში ამ ტიპის დახმარების მიღების საშუალებაც, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ,“ – აღნიშნა უსუფაშვილმა.