LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკომპრომისო ვიქნები, თუ წარსული კითხვებს აჩენს – ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე

62

„ვიქნები უკომპრომისო, თუ ადამიანს აქვს ისეთი წარსული, რომელიც აჩენს კითხვებს,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, მოსამართლეების უვადოდ განმწესების მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კომპეტენციის საკითხზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას კეთილსინდისიერი მოსამართლეები ჰყავდეს.

ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საბჭოს თითოეული წევრისთვის, ვინაიდან, კომპეტენცია ეს არის საკითხი, რომელიც არის გაუმჯობესებადი და შესაძლებელია, რომ სხვადასხვა მეთოდი დაიხვეწოს და მოსამართლე უფრო კომპეტენტური გახდეს. მაგრამ მთავარია, რომ ჩვენს ქვეყანას ყავდეს კეთილსინდისიერი მოსამართლეები. მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, მე მაქვს გარკვეული შთაბეჭდილებები მათ შესახებ, ჩვენ უკვე გვაქვს მათ შესახებ ინფორმაცია, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეს არის საკმაოდ დიდი რესურსი და ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკმაოდ სრულყოფილად მათ შესახებ,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები