LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

79

უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე, „მაიორსკოეს“ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნაღდი ფული გადაჰქონდა.

ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება.

მესაზღვრეებმა და ფისკალური სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს 140 000 გრივნა და 10 000 დოლარი. საქართველოს მოქალაქე ფულის დამალვას პირად ნივთებში ცდილობდა, – განაცხადეს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები