LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა რუსებს ბიომეტრიული პასპორტის გარეშე აღარ მიიღებს

151

უახლოეს მომავალში, უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის, საზღვარზე შეშვების წესს შეცვლის.

უკრაინაში გამგზავრების მსურველ რუსეთის მოქალაქეებს 2018 წლის 1 იანვრიდან თან ბიომეტრიული პასპორტი უნდა ჰქონდეთ, ამასთან სავალდებულო ხდება, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური ბლანკის შევსება – ანკეტა უკრაინულ ან ინგლისურ ენაზე უნდა შეივსოს.

“ანკეტაში უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია პირის შესახებ. ( სახელი, გვარი, პროფესია, სამუშაო ადგილი და ა.შ. ასევე, გამგზავრების მიზანი და ვადები”, – განაცხადა უსაფრთოხებისა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ალექსანდრ ტურჩინოვმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას უკრაინაში, უსაფრთხოების ზომების გაზრდას უკავშირებენ. როგორც მან აღნიშნა, პირველ ეტაპზე ვიზების დაწესება არ იგეგმება.

“ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, რუსეთთან სავიზო რეჟიმი არ წესდება, ყირიმის ნახევარკუნძულზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები არიან. ასეთი რეჟიმის დაწესების შემთხვევაში, ისინი უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ”, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან, საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, მათი ქვეყანაში გადაადგილების შესახებ.

შესაძლოა რეგულაციები დაჩქარებული წესით, 2017 წლის 1 სექტემბერსაც ამოქმედდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები