LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა რუსული სპეცსამსახურების მიერ უკრაინის მოქალაქის დაკავებას პროვოკაციად აფასებს

65

“რუსული სპეცსამსახურების მიერ უკრაინის მოქალაქის დაკავება ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მორიგი პროვოკაციაა,” – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ელენე გიტლიანსკაიამ ტელეარხ 112-ის ეთერში განაცხადა.

გიტლიანსკაიამ უარყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსულმა სპეცსამსახურებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტი დააკავეს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ყალბ ინფორმაციებს ავრცელებს უკრაინელი დივერსანტების დაკავების შესახებ, რათა ადგილობრივი მოსახლეობა დააშინოს, რომლებიც უკმაყოფილნო არიან საოკუპაციო ხელისუფლების ქმედებებით, – განაცხადა ელენე გიტლიანსკაიამ.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ყირიმში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტი, ხარკოვის ოლქის მცხოვრები  გენადი ლიმეშკო დააკავეს, რომელიც, მათი თქმით,  ელექტროგადამცემი ხაზის მწყობრიდან გამოყვანას, ტყეში ხანძრის გაჩენასა და კომუნალური მეურნეობის ერთერთი ობიექტის დაწვას გეგმავდა. ლიმეშკო ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში გადიოდა სამხედრო სამსახურს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები