LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილებას გაიზიარებს

61

საქართველოს უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, იაკივ სმოლი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ოფიციალურ სტუმრებს საქართველოს ეროვნული ბანკი მასპინძლობს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების გაცნობა და განხორცილებული წარმატებული პროექტების შესახებ გამოცდილების გაზიარებაა.

კობა გვენეტაძისა და იაკივ სმოლის შევედრაზე ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინის ცენტრალური ბანკის დელეგაციის სამუშაო შეხვედრები საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის და ფინანსური სტაბილურობის ანალიზის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან. უკრაინელი კოლეგების განსაკუთრებული ინტერესის საგანს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების მიმართულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორცილებული პროექტების გაცნობა წარმოადგენს.

ხვალ უკრაინის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს ეწვევა და დეტალურად გაეცნობა ცენტრის საქმიანობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები