LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ ევროპის თანხმობით რუსეთი აკრძალა: კიევში გაზპრომი მოაშორეს

64

კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ტურნირის ოფიციალური სპონსორის, ”გაზპრომის” ბანერები ჩამოხსნეს.

ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ანდრეი მიროშნიჩენკომ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორგანიზებაზე მუშაობს, განაცხადა, რომ არსებული პოლიტიკური ვითარების გამო უეფა დათანხმდა ”გაზპრომის” ბანერების დემონტაჟს, რითიც თავიდან იქნა აცილებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა.

”არა მხოლოდ ბანერები, არამედ ნებისმიერი სარეკლამო მასალა რუსული კომპანია ”გაზპრომის” ლოგოთი ხმარებიდან ამოღებულია და ამ ეტაპზე მათ ჩანაცვლებაზე მიმდინარეობს მუშაობა”, – განაცხადა მიროშნიჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე უკრაინულმა მხარემ იმ რუს ჟურნალისტებს, რომლებიც ყირიმში იყვნენ ნამყოფი,ქვეყანაში შესვლის ნება არ მისცა იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთ მათგანს უეფას მინიჭებული აკრედიტაცია ჰქონდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი კიევში 26 მაისს, ”რეალსა” და ”ლივერპულს” შორის შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები