LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს

71

უკრაინის პარლამენტმა მომდევნო კვირას შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას უყაროს კენჭი.  ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ უკრაინის პარლამენტში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ პუნქტი დამატებით იქნება შეტანილი დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონში, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით 16 ნოემბერს უნდა განიხილოს.

აღნიშნული პროცესის შემდეგ ეტაპად სახელდება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, შესაბამისი განკარგულება, რის შემდეგაც უკრაინაში რუსული, ხოლო რუსეთში უკრაინული დიპლომატიური წარმომადგენლობები დაიხურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები