LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო, 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული

56

უკრაინის ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკიდან და მიმდებარე სოფლებიდან სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო, 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

ამის შესახებ ეროვნული პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.

„უკრაინის პოლიცია, ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სოფელ კალინოვკისა და მიმდებარე სოფლების ევაკუაციას ახორციელებენ. ბოლო მონაცემებით, ევაკუირებულთა რიცხვმა 28 ათასს მიაღწია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ შესულა.

როგორც ცნობილია, გუშინ საღამოს ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკასთან მდებარე სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის პრემიერმინისტრის, ვლადიმერ გროისმანის, განცხადებით, გამოძიება მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, სავარაუდოდ, საუბარია გარე ფაქტორებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები