LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ ირიცხება

91

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ ირიცხებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მებრძოლი უკრაინაში საკუთარი ინიციატივით, მოხალისედ იყო წასული.

“უკრაინაში დაღუპული ქართველი  მებრძოლს გავლილი აქვს სამხედრო სამსახური, თუმცა ახლა აღარ ირიცხება შეიარაღებულ ძალებში და უკრაინაში, როგორც მოხალისე ისე იყო წასული“, – განმარტეს თავდაცვის სამინისტროში.

თავდაცვის სამინისტროსთვის დაღუპულის ვინაობა ცნობილია, თუმცა ინფორმაციას ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

უკრაინაში შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრმა  დავით მაყიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა.

„კიდევ ერთი ღირსეული ქართველი ოფიცერი დავკარგეთ დღეს უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში“, – წერს მაყიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები