LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაკავებული 11-ვე აქტივისტი გათავისუფლებულია

43

უკრაინის პოლიციამ გუშინ პარლამენტთან დაკავებული 11 აქტივისტი ადმინისტრაციული ოქმების შედგენის შემდეგ გაათავისუფლა. ამის შესახებ „უკრაინსკიე ნოვინის“ ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა აქტივისტმა განუცხადა.

მისი თქმით, პოლიციამ ყველა დაკავებული გაათავისუფლა, რამდენიმეს მიმართ ადმინისტრაციული ოქმი შედგა.

გუშინ კიევში, უკრაინის პარლამენტთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად, 11 ადამიანი დააკავეს.

შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეთაგან იმ ფარების დაბრუნება სცადა, რომელიც მათ 17 ოქტომბერს სამართალდამცველებს მოპარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები