LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დეპუტატი მიხაილ ბინუსოვი მოკლეს

52

უკრაინაში დეპუტატი მიხაილ ბინუსოვი მოკლეს. თავდასხმა ქალაქ ჩერკასში მოხდა. ადგილობრივი საბჭოს წევრს, მიხაილ ბინუსოვს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ის ადგილზე დაიღუპა.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმამდე ბინუსოვი ადგილობრივ ტელევიზიაში სტუმრად იმყოფებოდა. მოგვიანებით კი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი და, როდესაც ავტოსადგომთან მანქანას აჩერებდა, თავდამსხმელებმა მას 20-ჯერ ესროლეს.

ჩერკასის მერის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მიხაილ ბინუსოვი კომუნალური სამსახურის დირექტორად დანიშნეს და უწყებაში კორუფციასთან ბრძოლას შეუდგა.

მისივე თქმით, დეპუტატმა მას რამდენიმე დღის წინ ისიც უთხრა, რომ მოკვლით ემუქრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები