LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში „დონბასის რეინტეგრაციის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა

87

უკრაინაში „დონბასის რეინტეგრაციის შესახებ“ კანონი ძალაში დღეს შევიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
უკრაინის პარლამენტმა დოკუმენტი 18 იანვარს მიიღო. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას ხელი 20 თებერვალს მოაწერა, 23 თებერვალს კი ის საპარლამენტო გაზეთში Голос Украины გამოქვეყნდა.

ამ დოკუმენტის თანახმად, რაიონები, რომლებიც კიევის კონტროლს არ ექვემდებარება, მოიხსენიება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად, რუსეთის ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ეწოდება, პრეზიდენტს კი უფლება ეძლევა გამოიყენოს შეიარაღებული ძალები ქვეყნის შიგნით პარლამენტის თანხმობის გარეშე, მათ შორის ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. დოკუმენტის თანახმად, იქმნება უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ოპერატიული შტაბი, რომელიც ყველა ძალოვანსა და სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციას გააკონტროლებს კონფლიქტის ზონაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები