LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მიმდინარე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატის აცილება არ მომხდარა – ბექა ბასილაია

117

„უკრაინაში მიმდინარე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატის აცილება არ მომხდარა. უბრალოდ აქ ადვოკატის საჭიროება არ იდგა,“ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, „ფორტუნას“ განუცხადა.

ბასიალიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

„ჩვენ ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა იმ საკითხს, რომ ივანე მერაბიშვილი მართლა იმიტომ გამოიყვანეს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. ჩვენ ვნახეთ უკრაინის გენერალური პროკურორის ჩვენება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ვნახეთ, ასევე მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებები,  რომ დღის ბოლომდე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საიდან იციან ეს?! შესაბამისად, იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს გაგვემართლებინა ეს პროცესები, აზრი არ ჰქონდა. ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან გვაქვს ურთიერთობა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატის აცილება არ მომხდარა. უბრალოდ აქ ადვოკატის საჭიროება არ იდგა,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.