LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

47

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპული თადარიგის ოფიცრის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.

უწყების ცნობით, 1973 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.