LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ქართველი მებრძოლი რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული შეტევისას  მძიმედ დაიჭრა

87

უკრაინაში ქართველი მებრძოლი რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული შეტევისას  მძიმედ დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი2”  უკრაინაში  ”ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის, ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ერთი ჯარისკაცია დაშავებული, საკმაოდ მძიმე ჭრილობა აქვს მუცლის არეში. შეტევაზე სცადეს გადმოსვლა რუსმა სამხედროებმა და ამ დროს სროლის შედეგად მიიღო მუცლის არეში ჭრილობა. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, ჯერჯერობით შედეგს ველოდებით. ახლაც მიმდინარეობს ბრძოლები, არ შეჩერებულა. ჩვენ ახლა ვართ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პოზიციაზე, ფრონტის ხაზზე და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალიან სერიოზული შეტაკებებია. ყოველდღიურად 2-3 ადამიანი იღუპება,”  – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის დაჭრის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში საქართველოს საელჩოში ამ ეტაპზე არ შესულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები