LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში, სამხედრო საწყობებში ხანძარი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენმა აპარატმა გამოიწვია

73

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩეველს სოფელ კალინოვკაში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით ეჭვი უპილოტო საფრენ აპარატრებზე მიაქვთ.

მრჩეველი იური ბირიუკოვი ამბობს, რომ სოფელ კალინოვკაში ხანძარი და აფეთქებები შესაძლოა, უპილოტო საფრენ აპარატს გამოეწვია.

მან ამის შესახებ „ფეისბუქის „ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ერთ-ერთმა მებრძოლმა საგუშაგოზე უცნაური ხმა გაიგო და ამის შესახებ მორიგეს შეატყობინა. რამდენიმე წამში კი ღია მოედანზე აფეთქებები დაიწყო. პერიმეტრი კარგად იყო დაცული. ასე რომ, ყველაფერი უპილოტო საფრენ აპარატზე მიუთითებს. უკრაინის უშიშროების სამსახური მის ჩამოგდებას ცდილობდა. არაოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ვიღაც დააკავეს, მაგრამ ვიღაცამ მაინც გააღწია,“ – წერს პრეზიდენტის მრჩეველი .

ხანძარი უკრაინაში გუშინ საღამოს ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკასთან მდებარე საბრძოლო მასალის საწყობებში გაჩნდა. კალინოვკიდან და მიმდებარე სოფლებიდან 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები