LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი მფრინავი ემსხვერპლა

67

უკრაინის ვინიცკის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად, ორი მფრინავი დაიღუპა.  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახურის ცნობით „სამძებრო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, აღმოჩენილია ორი მფრინავის გვამი. ინციდენტის გარემოებები დგინდება“, – განაცხადეს უწყებაში.

სამხედრო თვითმფრინავი სასწავლო-საბრძოლო გაფრენას ახორციელებდა, რა დროსაც, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე კატასტროფა განიცადა.

8-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით, უკრაინაში მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები