LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში სკანდალია: ფედერაციის თავკაცმა ჩემპიონთა თასი ოჯახის წევრებში მოატარა (ფოტო)

92

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის თავმა ანდრეი პაველკომ რეგლამენტი დაარღვია და გერს, ქალიშვილსა და სიმამრს უფლება მისცა ჩემპიონთა ლიგის თასთან ეპოზიორათ.

ინსტაგრამზე მაკომპრომეტირებელი ფოტო გამოჩნდა: 5 წლის გოგონა ლიზა ჩაუსი ავტომობილში ჩემპიონთა თასით ერთობა.
მოგვიანებით ლიზიკოს ექაუნთი მოაშორეს.

მანამდე კი პაველკოს ქალიშვილი ანასტასიაც იწონებდა თავს თასიანი ფოტოთი.

კიდევ უფრო ადრე ტროფეი დნეპრის ერთ-ერთ ტაძარში მიიტანეს, სადაც მასთან ფოტო უკრაინული ფეხბურთის შეფის სიმამრმა გადაიღო. უკრაინელი ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ ეს კრიმინალური ავტორიტეტი ალიკ ნარიკია.

ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტის თანახმად, თასი უშუალოდ დაცვის თანხლებით უნდა გადაადგილდეს და მხოლოდ ოფიციალურ პირებს გადაეცეთ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი წელს 26 მაისს არის დანიშნული კიევის ოლიმპიურ სტადიონზე. საოჯახო სათამაშოდ ქცეულ თასს ერთმანეთს „რეალი“ და „ლივერპული“ შეეცილებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები