LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა – ირაკლი კობახიძე

33

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში გამართულ არცერთ შეხვედრაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

კობახიძის განცხადებით, მათ შორის ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა არც უკრაინის პრემიერმინისტრთან და არ იქნება არც უკრაინის პრეზიდენტთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა უკრაინის პრემიერმინისტრთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. არცერთ შეხვედრაზე ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია. ჩვენთვის ეს საკითხი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არ არის აქტუალური. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი შეხვედრების განხილვის საგანი, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები