LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინასთან ID ბარათებით მიმოსვლაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა

48

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა სამგზავრო დოკუმენტის გარეშე, ID ბარათებით იქნება შესაძლებელი. შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა დღეს ქალაქ კიშინეუში მოაწერეს ხელი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული გახდეს.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შემდეგ გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები