LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკრაინელები გვეხვეწებოდნენ, ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთო – ჩუგოშვილი სააკაშვილზე

36

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე (PACE) უკრაინის დელეგაცია საქართველოს წარმომადგენლებს სთხოვდა, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობა დაებრუნებინათ და „მათთვის მოეშორებინათ“, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ე.ი. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს მაინც დავწერ. პასეს ბოლო სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო (შეგვიძლია ოფიციალურ თხოვნად ჩავთვალოთ).

მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს როგორმე თავიდან მოიშოროს,” – წერს ჩუგოშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები