LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი ექსპერტები: მინდელის შახტზე დასკვნის მომზადება სამართალდამცავების პრეროგატივაა

95

უკრაინელმა ექსპერტებმა ტყიბული უკვე დატოვეს. მათ მინდელის შახტი დათვალიერეს, სადაც აპრილის დასაწყისში 6 მეშახტე დაიღუპა. სამთო ინჟინრები თავიანთ რეკომენდაციებს და მოსაზრებებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში მოამზადებენ.

“ჩვენ ვიყავით იმ ადგილზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. ვესაუბრეთ შახტის ადმინისტრაციას და ვნახეთ დოკუმენტაცია. ჩვენ მიგვაქვს მასალები უკრაინაში და 10 დღეში გვექნება მზად ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა მომხდარის მიზეზი. ასევე იმაზეც, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა შახტში. თუცა ჩვენ ვერ დავდებთ დასკვნას. ეს მხოლოდ სამართალდამცავების პრეროგატივაა”, – თქვა უკრაინელმა სამთო ექსპერტმა ვიაჩისლავ კოროლმა.

ექსპერტები საქართვლოდან უკრაინაში ხვალ გაემგზავრებიან.

24 აპრილს უკრაინელმა სპეციალისტებმა თქვეს, რომ მინდელის შახტის ადმინისტრაციამ უკრაინელ ექსპერტებს მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი ვერ მიაწოდა. ისინი მინდელის შახტის საქმის შესწავლაში შემაფერხებელ გარემოებებზე საუბრობდნენ.

ტყიბულის შახტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 5 აპრილს, მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა.

19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ტყიბულის შახტები შესაძლოა დაიხუროს. ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები