LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

68

უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

„ოდესის ოლქის მესაზღვრეებმა უკრაინის უშიშროების სამსახურისა და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ქვეყანაში უცხოელი კრიმინალური ავტორიტეტის შესვლის მცდელობა აღკვეთეს. მოქალაქე „შავი ზღვის საზღვაო პორტის“ საერთაშორისო გამშვებ პუნქტში, საქართველოდან ჩამოსული რეისის მგზავრების გაფორმებისას დააკავეს. სამართალდამცველების ყურადღება ერთ-ერთი მგზავრის ნერვულმა ქცევამ მიიპყრო, რის გამოც მის მიმართ უფრო საფუძვლიანი კონტროლის ჩატარება გადაწყდა. მისი საბუთების დეტალური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოს 48 წლის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტია და 28 წელი პატიმრობაში აქვს გატარებული,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაში უარი უთხრეს და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურს საქართველოს მოქალაქის ვინაობა არ გაუსაჯაროვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები