LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინიდან გაძევებული მიხეილ სააკაშვილი პოლონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე მიიღო

88

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ტერიტორიაზე მიიღო, – ამის შესახებ პოლონური უწყების ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის მიერ წარმოდგენილი განცხადება რეადმისიის შესახებ. უკრაინული მხარის განცხადების განხილვისას თავისი როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეა”, – ნათქვამია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი, უკრაინიდან მის გაძევებაზე რეაგირება მშვიდი უნდა იყოს. ამის შესახებ მან კიევში შეკრებილ მხარდამჭერებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
“ჩემი აზრით, ჩვენ ამაზე მშვიდი რეაქცია უნდა გვქონდეს. მათ სისუსტეს ჩვენ სულის სიმტკიცით უნდა ვუპასუხოთ. ისინი ტყუიან. ეს არის პატარა, შეშინებული, იაფფასიანი მატყუარა პოროშენკო. ის პრეზიდენტი არაა. ის ადამიანიც კი არაა. ის არის უბრალოდ საძაგელი ბარიგა, რომელსაც უკრაინის დაშლა სურს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღევანდელი ქმედებები მათ მარცხამდე მიიყვანს”, – განაცხადა სააკაშვილმა.