LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენპროკურორმა თანამდებობა დატოვა

158

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Censor-ი წერს.

ლუცენკო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი აქტივისტ ეკატერინა ჰანძიუკის მკვლელობის საქმეა. მისივე თქმით, პრეზიდენტს გადაწყვეტილების შესახებ წერილით დღესვე მიმართავს.

ეკატერინა ჰანძიუკს 2018 წლის 31 ივლისს თავს დაესხნენ. მას კონცენტრირებული გოგირდმჟავა შეასხეს. სამოქალაქო აქტივისტმა სხეულის თითქმის 40%-ის დამწვრობა მიიღო. უკრაინელი სამართალდამცავები საქმეს იძიებენ განზრახ მკვლელობის მუხლით.

ეკატერინა ჰანძიუკი კორუფციაში ადანაშაულებდა ხერსონის ოლქის პოლიციის მაღალჩინოსნებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სამართალდამცავებს მოთხოვა სამოქალაქო აქტივისტის მკვლელების მოძებნა და დასჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები