LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში მინისტრის მოადგილე – დღეს უკრაინას ყირიმის დაბრუნება არ შეუძლია

228

დღეს უკრაინას არ შეუძლია ყირიმის დაბრუნება, – განაცხადა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში მინისტრის მოადგილემ გეორგი ტუკამ.

მისი თქმით, ახლა კიევი იძულებულია შემოიფარგლოს დიპლომატიური დემარშებითა და პოლიტიკური განცხადებებით. ამასთანავე, გეორგი ტუკას აზრით, დონბასი და ყირიმი გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდებიან, რუსეთი კი თავისი მოქმედებების გამო პასუხს აგებს.

ტუკამ აღნიშნა, რომ მისი უწყება სამხილებს აგროვებს ყირიმის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები