LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა

309

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას. ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ნორმატიული აქტი არ გასაჯაროვდება.

„სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წარდგენით, რომელმაც უტყუარი ფაქტები წარადგინა მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას არასწორი ინფორმაციის მოწოდების შესახებ, მოქალაქეობის საკითხის შესახებ კომისიამ პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართა, შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო“, – აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ცნობილი გუშინ გახდა. სააკაშვილი, ამჟამად, უკრაინაში არ იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები