LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი პენსიონერს დაეჯახა (ვიდეო)

63

კიევის ცენტრში პრეზიდენტ პოროშენკოს კორტეჟს ავარია მოუვიდა.ინციდენტი ინსტიტუტისა და შელკოვიჩნის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.  strana.uaშემთხვევის ადგილიდან ვიდეოს ავრცელებს. გამოცემა აქვეყნებს ყველა იმ დარღვევას, რომელიც კორტეჟმა დაუშვა მოძრაობისას და წერს, რომ პოროშენკოს ესკორტი თავს უფლებას აძლევს მაღალი სიჩქარით და ასევე, საპირისპირო ზოლში იმოძრაოს. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ პატრულის თანამშრომელი, რომელიც მოძრაობას არეგულირებს, გზაჯვარედინზე მოძრაობას აჩერებს, რათა პრეზიდენტის კორტეჟმა გაიაროს.

მან კორტეჟის პირველი მანქანა – პოლიციის ავტომანქანა გაატარა. ამ დროს გზაზე ასაკოვანი მამაკაცი გადადიოდა, რომელსაც დიდი სისწრაფით კორტეჟის მეორე ავტომანქანა დაეჯახა. მომხდარის შემდეგ, მამაკაცთან პატრულმა მიირბინა.

ამავდროულად მან კორტეჟის დანარჩენ წევრებს ანიშნა, რომ გაეგრძელებინათ სვლა – ცხრა ავტომანქანამ ძირს დავარდნილ ადამიანს გვერდი აუქცია ისე, რომ არც ერთი მათგანი არ შეჩერებულა. ავტომანქანა, რომელმაც მამაკაცს დაარტყა, ადგილზე დარჩა.

88 წლის მამაკაცი რეანიმაციაშია მოთავსებული. უკრაინული მედიის ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები