LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს

91

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს,- ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

„საუბარი არ მიდის დეპორტაციაზე ან ექსტრადიციაზე. ხვალ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას მოითხოვს“, – განაცხადა ლუცენკომ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დილით დააკავეს. მას ბრალად დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა ედება. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები