LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის რადაში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

26

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები დონბასის განსაკუთრებული სტატუსის გაგრძელების შესახებ კანონის განხილვის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდენენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც  პარტიის “თვითდახმარება” წარმომადგენლები და სხვა დეპუტატები ტრიბუნასთან ავიდნენ.

 

შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესი რადა დღეს დონბასის შესახებ კანონპროექტებს განიხილავდა. ერთ-ერთი კანონპროექტი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების განსაკუთრებული სტატუსის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები