LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის რადასთან საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

42

უკრაინის რადასთან საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას მეშახტეები, ასევე ჩერნობილისა და ავღანეთის ომის ვეტერანები მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ კი წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები მგზავრობის შეღავათების მონეტიზაციის გაუქმებას, შშმ ვეტერანებისთვის კომპენსაციის გაზრდას და ქვანახშირის ინდუსტრიის განვითარებისთვის 6 მილიარდის გამოყოფას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან რადას პირველი ვიცესპიკერი, ირინა გერაშჩენკო გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები