LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთაზე პროკურატურას მიმართავს

88

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილისა და მის თანმხლებ პირთა მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.

ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწე ოლეგ სლობოდიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აქ დარღვევების მთელი რიგია. ახლა ჩვენი ამოცანაა ამ დარღვევების დოკუმენტირება მოვახდინოთ და პროკურატურას გადავცეთ,“  – განაცხადა სლობოდიანმა.

მისი თქმით, საუბარი მიდის, სულ მცირე, სამ ეპიზოდზე.

„ეს სარეჟიმო ობიექტის არაკანონიერი გარღვევაა, რაც პოლონეთის მხარესთან საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაა, ასევე სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ და სხეულის დაზიანება სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ,“  – განმარტა მან.

ოლეგ სლობოდიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქმის მასალები შეეხება ყველას, ვინც საზღვარი გადაკვეთა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს და დეპუტატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები