LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის შსს-მ საქმე ორი მუხლით აღძრა, რომელიც 3-7-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს

81

უკრაინის პოლიციამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გუშინ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღძრა.

ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, არტიომ შევჩენკომ, განაცხადა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პირთა არაკანონიერი გადაყვანა) და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (ხელისუფლების, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელისთვის წინააღმდეგობის გაწევა). ამჟამად მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო ქმედებები,“ – განაცხადა არტიომ შევჩენკომ. 

უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის განმარტებით, ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებს ემუქრებათ, არის თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები