LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის შსს მიხეილ სააკაშვილს კანონის დამორჩილებისკენ მოუწოდებს

44

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მოუწოდა კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს.

ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას. სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს, გაიაროს კანონიერი პროცედურა და პასუხი გასცეს წარდგენილ ბრალდებას და არა სისხლისღვრისა და დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს, – დაწერა არსენ ავაკოვმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. ის მიკროავტობუსში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობდნენ, თუმცა ამის შესაძლებლობა მისმა მომხრეებმა არ მისცეს.

მოგვიანებით, კიევში, ევროპის მოედანზე, შეკრებილმა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები