LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უშიშროების სამსახური სააკაშვილს თვალთვალს უარყოფს

84

უკრაინის უშიშროების სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამსახური მიხეილ სააკაშვილს უთვალთვალებს.

ამის შესახებ უწყების „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინის უშიშროების სამსახური უსაფუძვლოდ მიიჩნევს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს, მას სპეცსამსახურების თანამშრომლები უთვალთვალებენ და უსმენენ.

უკრაინის უშიშროების სამსახური მუშაობს უკრაინის კანონმდებლობის სრული დაცვით და არ ახორციელებს მსგავს პროცესუალურ ქმედებებს სასამართლოს ნებართვის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა სტატუსი აქვთ დღეს ამა თუ იმ ადამიანებს, – განაცხადეს უწყებაში.

გუშინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მის თვალთვალს და მისი პირადი ცხოვრების კამერაზე ჩაწერას ცდილობს.