LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უშიშროების სამსახური სახელმწიფო მოხელეების რუსეთში ვიზიტის სისხლის სამართლის დანაშაულად ცნობას ითხოვს

110

უკრაინის უშიშროების სამსახური სახელმწიფო მოხელეების რუსეთში ვიზიტის სისხლის სამართლის დანაშაულად ცნობის ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტი უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი გრიცაკის მიერ არის ინიცირებული და უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზნით რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო მოხელეების ჩასვლისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ის უკრაინელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს და საზოგადო მოღვაწეებს შეეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები