LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული ტურისტული სააგენტოები აჭარის რეგიონს ეცნობიან

67

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების მენეჯერები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები რეგიონის ტურისტულ და სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან.

„ინფოტურის მონაწილეებს რეგიონის გაცნობის მიზნით უკვე ჩაუტარდათ პრეზენტაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტული გარემოს შესახებ. იქვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. უკრაინელი სტუმრები რეგიონს ოთხი დღით სტუმრობენ“, – ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში რეგიონს გარე რეკლამებით, რეიტინგულ მედიაში სარეკლამო სტატიებით, რეპორტაჟებითა და გამოფენებში მონაწილეობით უწევს პოპულარიზაციას. წელს, რეგიონის კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 18-20 ოქტომბერს კი, დეპარტამენტი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები