LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული “ვიკილიქსი” სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბარს აქვეყნებს

225

უკრაინული “ვიკილიქს ცენტრი” აქვეყნებს მასალას, რომელიც, მათი ინფორმაციით,საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერია.

 

სააკაშვილი :  როგორა ხარ ზურაბ?

ხო ხედავ რაც ხდება!

დეიშვილი :  აბა ! რა რეჩკვა ერდოგანმა რუსებს!

Михаил Николаевич, куда едим?

სააკაშვილი :  Женя! пока с Вадимом подождите с наружи, поговорю с Зурабом. Потом поедем.

ადეიშვილი : რა მოხდება ეხლა მიშა, დიდი ომი ხომ არ დაიწყება?

სააკაშვილი : ბიჭო CIA-ს გენერალმა მითხრა, რომ თურქები დააჯახეს რუსებს, თან თურქებს პრიჩინაც ქონდათ, პუტინმა დაბომბა მთელი ნავთობის ბაზები ISIS-ში და თურქებს ნავთობის პატოკი გაუჩერა. მერე ქურთები ააბლატავეს, მანამდე ამერიკელებმა კი შეაიარაღეს მაგარამ, ეხლა იარანიდან დიდი იარაღი შედის და ქურთისტანის სახელმწიფის შექმნაში ეხმარებიან. ხოდა თურქებს აწყობდათ ეგ დარტყმა და რეალურად ჩასაფრებულები იყვნენ, ამით რუსები გააფრთხილეს, რომ სირიელი თურქმანები არ დაბომბოს საზღვართან და ქურთებიც დააშინეს. პარიზის ტერაქტს არავინ ელოდა, ისლამურ სახელმწიფოში ბევრი სასტავია და სიაიეი ყველას ვერ აკონტროლებს.

ადეიშვილი : მერე მიშა, რუსებმა შეიძლება ომი დაიწყონ, აირევა სიტუაცია.

სააკაშვილი : დაიწყონ, მერე რა, ჩვენც ეგ გვინდა! ისე არფერი არ მოხდება. ნუ არ გაუშვებენ ეხლა ტურისტებს თურქეთში და ვსიო. არ დაგავიწყდეს შავი ზღვიდან გასასვლელი თურქეთის ხელშია. ეხლა საშიშროებაა ფრანგები და რუსები არ შეიკრან, ესა რის პრობლემა!

ხო რა მინდოდა! ერთი პანკისელი ბიჭი ჩავიდა იქედან თბილისში და დააკავეს, ტერორისტობას ტენიან!

ადეიშვილი :  ბორჩაშვილზე მეუბნები, ხო?! მაგაზე მელაპარაკა უკვე კეზერა. ჩემებს შეუთვალე და რაღაცას მოიფიქრებენ, ყველა შემთხვევაში ტერორისტობის მუხლს ვერ შეუფარდებენ და დაიხურება.

მიშა ! ისინი ვინ არიან ალახის სახელით რომ ემუქრებიან საქართველოს?

სააკაშვილი : ეგენი ვიღაც ქინძები არიან! იქედან ერთი ჯემალა არის ჩვენებთან იყო ალ-ნუსრაში, ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა და ზემლიაკები შემოიერთა, ეგენი არინ გურჯისტან ვილაიეთი ვართო იძახიან. ეხლა რამდენი არიან არ ვიცი, ხო ნახე როგორი გონორით ლაპარაკობენ, ეგ სირები!

საქმეზე მელაპარაკე რა! რაც გითხარი იმაზე რა ქენი?

ადეიშვილი :  „რუსთავის“ საქმე, როგორც გითხარი, გაიწელება, აპელაციაც და უზენაესიც გაწელავს. პაპუაშვილთან წავიმუშავეთ და საკონსტიტუციო სარჩელები კიდევ შევა. მე მაგას გავაკეთებ და კეზერას შენ უთხარი, რომ მოსამართლეებს თანხა დუფაროეს. მერე ნიკა მე მირეკავს, დაფინანსება დამაკლესო, ბეჟუაშვილიმა ნახევარი მოგვცაო. მე რა ვქნა ეს დავთა ვერ დავიჭირე.

სააკაშვილი :  მაგათ მე მივხედავ! შენ ბურჭულაძეზე მითხარი რა ქენით.

ადეიშვილი : მაგას ჩვენები მივაბით, მესამე ძალად უნდა ავაგოროთ, ფონდი რომ დაარქვა, ცუდია გასაპიარებელია! მაგრამ კოალიციის სახეს მივცემთ.შენი დახმარება არის საჭირო, ამერიკელებმა მხარი რომ დაუჭირონ.

სააკაშვილი :  ზურა, შენ გააკონტროლე რა ეგ საქმე. გირჩა – მირჩებმა იაქტიურონ ბურჭულაძესთან, ვანო როა, მაჭავარიანის ძმა ბოჩოლასავით რო ნაბავს თვალებს, გააქტიურდეს ყველა. მერე გააბაზრეთ, რომ ამერიკელების პროექტია და ეგ ძალა მოდის სათავეში, პინგვინა გაფრთხილებულია და ბურჭულაძე მოდის, ესე ილაპარაკეთ ყველგან. პაატას შევპირდი, გვარამია და თარგამაძე გაეკეთებენ პიარ-პროგრამას და რუსთავი შენზე იმუშავებს მეთქი. მაგანაც მთხოვა ამერიკელების მხარდაჭერა, შევპირდი შენ იაქტიურე და მერე კელი გამოვა და თავისას იტყვის! დიდი მადლობა, ყველაფერს გავაკეთებ ბატონო მიშა ბარიტონით მითხრა!

რა გაცინებს შეჩემა!

ადეიშვილი : კაი რა ! მაგარი სირია ისე ეგ ტიპი!

სააკაშვილი : მაიცა, ეხლა ! ღადაობას თავი დაანებე! კაცო, მარგველამ რა თქვა, რაო?

ადეიშვილი :  მარგველას ბოკერია ელაპარაკება, ძმაკაცურად. ახალწლამდე კი შეგვპირდა უგულავაზე მაგრამ თავი შეიკავა. სათანადო პოლიტიკური გარემო არის შესაქმნელი და ვერ გავაკეთებო. ვანოსაც შევიწყალებ და სხვასაცო, მაგრამ სიტუაცია უნდა შეიქმნასო. მე ვფიქრობ ჩვენები ყველა პოლიტ პატიმრებად უნდა გავაფორმოთ, სქემა მომზადებული მაქვს და ვმუშაობთ. სტრასბურგის ბერკეტებს გამოვიყენებთ ასევე.

სააკაშვილი : დავითა მოვა ჩემთან შვიდ საათზე და შენც მოდი რვის ნახევრისთვის. პრიპორტოვოის საკითხი უნდა მოვაგვაროთ და პროკურატურის სისტემა მოვმართოთ. საყვარელიძემ, დნეპროპეტროვსკში დათო როა გონგაძე ხო იცი, ის გაუშვა და ნაბიჭვარი კუცუკები გადახდას არ აპირებენ, კარგათ მოიფიქრე რა ამაზე! თან იმ კროლიკმა იაცენიუკმა სუ გადაი%ვა თავზე!

ადეიშვილი :  კაი, მოვალ აუცილებლად.

სააკაშვილი :  Женя! Давай быстро, Поехали!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები