LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინულმა პოლიციამ კიევში პარლამენტის და სამთავრობო შენობების დაცვა გააძლიერა

34

დღეს, დილით, უკრაინულმა პოლიციამ კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მდებარე სამთავრობო შენობების და პარლამენტის შენობის დაცვა გააძლიერა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ეს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების მოსალოდნელ მიტინგს უკავშირდება.

სააგენტო „ტასის” ინფორმაციით, გრუშევსკის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია, ასეულობით სამართალდამცველი ორ რიგად პარლამენტის შენობისკენ მიმავალ გზაზეა განლაგებული. მიმდებარე ქუჩებზე ავტობუსებით ეროვნული გვარდიის მებრძოლები ჩაჰყავთ.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია. მათი ინფორმაციით, გრუშევსკის ქუჩის გადაკეტვის და კიევის ცენტრში დაცვის გაძლიერებული ზომების მიღების მიზეზი მედიკოსების მიტინგია, რომლებიც სამედიცინო რეფორმას აპროტესტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები