LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე 3:0: რთული გამარჯვება იუტაში და ზაზას 7 ქულა

41

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ გასვლითი მატჩიც მოუგო „იუტა ჯაზს“ და დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურდა. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გვარიანად გაუჭირდათ ოკლენდელებს, თუმცა დასკვნითი პერიოდში სტუმრებმა იძალეს და საბოლოოდ 102:91 გაიმარჯვეს.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 12 წუთი გაატარა. ფაჩულიამ საკმაოდ შედეგიანად ითამაშა: 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საბოლოოდ 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

„გოლდენ სტეიტს“ 38 ქულით და 13 მოხსნით კევინ დიურანტმა ულიდერა. 23 ქულა ჩააგდო სტეფ კარიმ, ხოლო სასტარტო ხუთულის დანარჩნი წევრებმა – კლეი ტომპსონმა და დრეიმონდ გრინმა 10-ქულიან ზღვარს ვერ უწიეს. გრინმა 9 ქულა მიითლა, ტომპსონმა კი – 6. „იუტაში“ 29 ქულით საუკეთსო იყო გორგან ჰეივარდი, ხოლო რუდი გობერმა 21 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

სერიის შემდეგი მატჩი 9 მაისს, კვლავ სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართბა, რომელიც, თუ „გოლდენ სტეიტმა“ მოიგო, სერიის უკანასკნელი შეხვედრა აღმოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები