LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე იესო ქრისტეს დაუწყეს ქილიკი და წმინდანებს პრეზერვატივზე ახატავენ” – ემზარ კვიციანი

128

“პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი ლუსტრაციის კანონის მიღებას და სისხლის სამართლის კოდექსში ცილისწამების შესახებ მუხლის აღდგენას ითხოვს.

განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. კვიციანმა ცილისმწამებლური უწოდა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა.

„ვიდრე ლუსტრაცია არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, არანაირი დამოუკიდებლები არ ვიქნებით. თუ თქვენ არ გინდათ გამოხვიდეთ ინიციატივით, მე გამოვალ და მხარი დამიჭირეთ,“ – მიმართა კვიციანმა დეპუტატებს.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს ავტორიტეტების დევნა – პატრიარქის, მღვდელმთავრების და ა.შ.

„უკვე იესო ქრისტეს დაუწყეს ქილიკი და წმინდანებს პრეზერვატივზე ახატავენ. ჩვენ კი ვალდებულებს გვხდიან, რომ პასუხი არ გავცეთ, მითუმეტეს, რომ უმრავლესობაში უმრავლესობა მართლმადიდებელები ხართ და ჩვენც, ვინც ოპოზიციაში ვიმყოფებით. რატომ უნდა გვიბედავდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ეტყობა ესეც დირექტივებია – გასაგებია საიდანაც,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები