LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე საქართველოში: AQVA DISK, რომელიც მკვდარ წყალს ცოცხლად გარდაქმნის

143

როგორ გავაცოცხლოთ მკვდარი წყალი ჩვენს ორგანიზმში? – საქართველოში AQVA DISK-ების რეალიზაცია დაიწყეს. წყლის გარდამქმნელი მოწყობილობის იმპორტს კომპანია AQVA ბიო-სისტემა ახორციელებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის წარმომადგენელმა, ბექა მშვილდაძემ განუცხადა, AQVA DISK არის მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის ონკანის მკვდარ წყალს ცოცხალ წყლად, უბრუნებს მას ბუნებრივ თვისებებს.

”მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმის დაახლოებით 80 პროცენტი წყალს უკავია და რაც უფრო ხარისხიანი იქნება ეს წყალი, უკეთესად იმუშავებს ორგანიზმი. AQVA DISK-ით გარდაქმნილი წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ვინაიდან, წყალსაცავებში წყალი იქლორება და ელექტრომაგნიტურ ველებში უწევს გავლა, რომ ჩვენამდე მოაღწიოს. ამ პროცესის შედეგად წყალი კვდება. ამიტომ ამ წყლის სტრუქტურა და იონები არის გადალაგებული ცუდად. მოწყობილობა AQVA DISK მას იონიზაციას უკეთებს და წყალს უბრუნებს ბუნებრივ თვისებებს – ანუ აცოცხლებს მას”, – აღნიშნა ბექა მშვილდაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ გზით მიღებული წყალი ამცირებს სიმსივნური დაავადებების რისკს, აჯანსაღებს თმის სტურქტურასა და კანს, ამცირებს დაღლილობის გრძნობას და სხვა… საბოლოო ჯამში კი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

როგორც კომპანია AQVA ბიო-სისტემის წარმომადგენელი ამბობს, წყლის გარდამქმნელი მოწყობილობების იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება. AQVA DISK მუშაობას 3 წლამდე, მისი შეძენის შემთხვევაში კი მომხმარებელი კომპანიისგან 2-წლიან გარანტიას იღებს.

”რაც შეეხება AQVA DISK-ის რეალიზაციას, ის ჯერჯერობით სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება, ჩვენი კომპანიის ფეისბუქის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამ ეტაპზე AQVA DISK-ის რამდენიმე სახეობა გვაქვს, მათ შორის: საყოფაცხოვრებო AQVA DISK, რომელსაც 2 ლიტრიანი შუშის გრაფინი მოყვება, ასევე AQVA DISK დისპანსერი 10 ლიტრიანი, AQVA DISK სადინარი 2 სახის და სხვა”, – განმარტა ბექა მშვილდაძემ.

ცნობისთვის, დედამიწაზე არსებულ ყველა ნივთიერებას შორის, წყალი თავისი ფიზიკური, ქიმიური და კვანტურ-მექანიკური თვისებებით, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ბუნებაში და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ორგანული სიცოცხლის არსებობაში. წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ.

იუნესკოს მონაცემებით, დედამიწის ერთ მილიარდზე მეტ მცხოვრებს საერთოდ არ მიუწვდება ხელი უსაფრთხო და დაუბინძურებელ წყალზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები