LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი ანჯელინა ჯოლი ყვითელ კოქტეილის კაბაში (ფოტო)

60

კალიფორნიაში აზიური კინოს საერთაშორისო ფესტივალი იმართება, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით ანჯელინა ჯოლი ესწრება. 42 წლის მსახიობმა ფესტივალზე თავისი ფილმი „პირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ წარადგინა, რომლის რეჟისორიც თავად გახლავთ. წითელ ხალიჩაზე ჯოლი მწერალ ლუნ უნთან ერთად გამოჩნდა, რომლის მემუარების მიხედვითაც არის გადაღებული ფილმი. საინტერესოა, რომ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ კამბოჯელ გოგონას სპეციალური პრიზი გადაეცა ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში.

ანჯელინა კინოჩვენებაზე ბრწყინავდა ყვითელი ფერის კოქტეილის კაბაში. მან  ახალგაზრდა მსახიობისთვის განკუთვნილი პრიზი თავად აიღო, რადგან კამბოჯელმა მსახიობმა ფესტივალზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები