LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი ბარბარე „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ – აქტიური პოლიტიკური ცხოვრება და ნათლია გივი თარგამაძე

659

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ახალი სახე გამოჩნდა. კვაზი მანტკავას შვილიშვილის, ბარბარეს როლს ულამაზესი ქართველი გოგონა, მარიშკა ჯავახაძე ასრულებს. მარიშკა მსახიობი არ გახლავთ და ეს მისთვის პირველი როლია.

ის ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, როცა ყოფილ ეკონომიკის მინისტრ ირაკლი რეხვიაშვილზე იქორწინა. მაშინ მედიაში იწერებოდა, რომ ირაკლიმ ცოლად გივი თარგამაძის ნათლული შეირთო. აღმოჩნდა, რომ მარიშკა და ირაკლი ერთად უკვე ორი წელია, აღარ ცხოვრობენ.

მარიშკა საკმაოდ აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში და „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერია. მისი „ფეისბუქის“ გვერდზე ძალიან ხშირად შეგხვდებათ გიგი უგულავას ფოტო, რომელიც მის მხარდასაჭერადაა განთავსებული, ასევე ფოტოები ნათლიასთან, გივი თარგამაძესთან და უკვე პარლამენტარ ელენე ხოშტარიასთან. მის პირად ფოტოალბომში ასევე მოიპოვება ფოტო, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად აქვს გადაღებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები