LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი მხარე, რომელიც ქართველებისგან დაცლილი და ტურისტებული პოტენციალით სავსეა

ჯავახეთი – საქართელოს ერთერთი ულამაზესი მხარე, რომელიც მე-19 საუკუნიდან ძირითადად ეთნიკურად სომხებითაა დასახლებული.

თბილისიდან 3–4 საათის გზაზე, სომხეთის საზღვართან, სრულიად განსხვავებული კლიმატი, გარემო და კულტურა დაგხვდებათ.

აქ მცენარეულობის ნაირფეროვნებით გამორჩეული საძოვრები, ვულკანური წარმოშობის ნაშალი მთები და განუმეორებელი სილამაზის ტბებია წარმოდგენილი.

მადატაფას, ხანჩალის და კარწახის ტბები, ასევე, საქართველოში ყველაზე დიდი – ფარავნის ტბა წყლის ფრინველთა სამფლობელოა. დღესდღეობით, აღნიშნულ ტბებში 12 სახეობის თევზი ბინადრობს.

ტბები ყოველთვის იყო და დღემდე რჩება წყლის გარეულ ფრინველთა ჰაბად. კარწახის ტბაზე აღრიცხულია 59 სახეობის ფრინველი, აქედან 20 წყალმცურავია. კარწახის ჭაობზე კი 21 სახეობის ფრინველია, მათგან კი 6-ია წყალმცურავი. სულდას ჭაობზე 15 სახეობის ფრინველია აღრიცხული, მათგან 8 წყალმცურავი.

ჯავახეთში შეიძლება მრავალი თეთრი ყარყატის ნახვა, რომლებსაც ბუდეები, პირდაპირ ჯავახეთის სოფლებში დენის ბოძებზე და სახლების სახურავებზე აქვთ გაკეთებული.

მადატაფისა და კარწახის ტბებზე, წეროებზე და ხუჭუჭა ვარხვებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. აქვეა სომხური თოლიების უზარმაზარი კოლონიები.

ამასთანავე, ჯავახეთის ზეგანი ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ მთავარ ტრასას წარმოადგენს.  სეზონურად, განსაკუთრებით კი შემოდგომაზე აქაურობა უამრავი მტაცებელი წყლის თუ ჭაობის ფრინველით ივსება.

https://www.youtube.com/watch?v=tBbmZtErXW0

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები