LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი ნაძვის ხე იტალიაში უამრავ ტურისტს იზიდავს

124

იტალიაში 650 მეტრის სიგრძის ნაძვის ხე გაანათეს. ორიგინალური ნაძვის ხე მთლიანად ფარნებითაა აწყობილი და ის უმბრიას რეგიონში ერთ-ერთი მთის ფერდობზე მდებარეობს.

საშობაო ნაძვის ხის სილუეტი 650 მეტრის სიმაღლის და 350 მეტრის სიგანის ფართობს მოიცავს. ულამაზესი ფიგურის შესაქმნელად ხეებზე 730 ფანარი დაკიდეს და გიგანტური „ხე“ მთას 10 იანვრამდე გაანათებს.

პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ უჩვეულო დეკორაცია რეგიონში უამრავ ტურისტს მიიზიდავს. განსხვავებით რომისა, სადაც ძველმა და მოწყენილმა საშობაო ხემ, მოსახლეობის უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა და ის მსოფლიოში ყველაზე უშნო დეკორაციადაც კი აღიარეს.

რაც შეეხება ყველაზე მაღალ ნაძვის ხეს, შეგახსენებთ, რომ ის შრი-ლანკას დედაქალაქ კოლომბოში დადგეს და მისი სიმაღლე 73 მეტრია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები