LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე თბილისში კონცერტს მართავს

349

უცხოური მედიის მიერ ქართულ სენსაციად აღიარებული ნინო მაჩაიძე თბილისელი მსმენელისთვის იმღერებს. საოპერო შემსრულებელი 16 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში პირველ მასშტაბურ კონცერტს გამართავს. მაყურებელი მოისმენს მსოფლიოს წამყვანი თეატრების სოლიტს იმ არიებითა და ნაწარმოებებით, რომლებმაც მას აღიარება მოუტანეს.

ნინო მაჩაიძემ პირველი საერთაშორისო წარმატება 2005 წელს მოიპოვა, როდესაც მილანის ლასკალას აკადემიაში 400 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა და ვოკალისტთა კურსზე ჩაირიცხა სასწავლებლად. 2007 წელს ქართველი სოპრანოს ბრწყინვალე დებიუტი შედგა ლასკალასა და რომის საოპერო თეატრების სცენებზე, რის შემდეგაც მას მუსიკალურმა კრიტიკამ „ქართული სენსაცია“ უწოდა.

მას არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული, ერთ-ერთ წელს საუკეთესო სოპრანოს ტიტულიც მოიპოვა მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, ნინო მაჩაიძე აღიარებულია ყველაზე ლამაზ საოპერო მომღერლად, შესაბამის ათეულში მან პირველი ადგილი დაიკავა… გარეგნულად ხშირად ადარებენ მსახიობ ანჯელინა ჯოლის.

16 დეკემბერს აღიარებული სოპრანო მაყურებლის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება. საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველია. შესრულდება არიები, დუეტები და სცენები ცნობილი ოპერებიდან. პროექტის მხარდამჭერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

12335936_990371941001540_1626322742_n

12144732_10153694508612392_3488137685790989094_n

12037934_10153646374007392_5677720882620193168_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები